The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახაბერ ხერხეულიძე

კახაბერ ხერხეულიძე
Date of birth:1938
Date of death:2000  (at 62 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "ელექტრული ქსელები და სისტემები" 1964 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

1964 წლიდან - დ. მენდელეევის სახელობის მეტროლოგიის ინსტიტუტი (ლენინგრადის ფილიალი); 1970 წლიდან - "საქმთავარენერგოში" უსაფრთხოების ტექნიკისა და სამრეწველო სანიტარიის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, იმედიანობის სამსახურის წამყვანი ინჟინერი, სამსახურის უფროსის მოადგილე; 1991-1994წწ. - "საქენერგოექსპლუატაციის", შემდეგ, გარდაცვალებამდე - "საქენერგორემონტის" გენერალური დირექტორის მოადგილე; აქტიურად თანამშრომლობდა დსთ ქვეყნების ენერგოსარემონტო ორგანიზაციებთან, ხელმძღვანელობდა ენერგოობიექტების ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საქმეს, მონაწილეობდა ენერგოსისტემაში ელექტრომონტიორების შეჯიბრება-დათვალიერების მოწყობას. დაჯილდოებული იყო ნიშნით "მე-11 ხუთწლედის დამკვრელი", სიგელებითა და ფულადი პრემიებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.436

Awards and Honors

  • შრომის ვეტერანის მედალი

Share: