Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
მზია სურგულაძე
Date of birth: | 16 January, 1946 (79 years) |
Category: | Historian, Scientist |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1967 წელს.
1971 წელს მუშაობა დაიწყო კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების გამგე. მისი სადისერტაციო ნაშრომები ეხებოდა ძველ ქართულ პალეოგრაფიულ ტერმინებსა და ქართულ საისტორიო აქტებს. მისი ინტერესების სფეროა დოკუმენტური წყაროების სტრუქტურა და სემანტიკა, შუა საუკუნეების სოციალური სინამდვილისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთმიმართება, ისტორიული გენეალოგია და ქრონოლოგია, ისტორიული ონომასტიკონი. ავტორია 70-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და სკოლის სახელმძღვანელოების. მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, წყაროთმცოდნე.
Awards and Honors
- ელენე მეტრეველის სახელობის მედალი
- ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემია
Bibliography
- დოკუმენტური წყაროები (სიგელები, ეპიგრაფიკული ძეგლები, ხელნაწერთა კოლოფონები) XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების (როსტომი) შესახებ : (წყაროების პუბლიკაცია და გამოკვლევა) = Documentary Sources (Deeds, Epigraphic Inscriptions, Colophons) in the First Half of the 17th century about the Kings of Kartli and Kakheti (Rostom) (research and publication of sources) (Editor) // ტ.2. - თბილისი, სამშობლო, 2021. - 592გვ.. - ISBN: 9789941974588
- დოკუმენტური წყაროები (სიგელები, ეპიგრაფიკული ძეგლები, ხელნაწერთა კოლოფონები) XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების (გიორგი X, ლუარსაბ II, ბაგრატ VII, სვიმონ II, თეიმურაზ I) შესახებ : (წყაროების პუბლიკაცია და გამოკვლევა) = Documentary Sources (Deeds, Epigraphik Inscriptions, Colophons) of the First Half of the 17th Century about of the Kings of Kartli and Kakheti (Giorgi X, Luarsab II, Bagrat VII, Svimon II, Teimuraz I) : (research and publication of sources). (Editor) // ტ.1. - თბილისი, ნათლისმცემელი, 2019. - 414გვ.. - ISBN: 9789941967788
- ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა : გამოკვლევა, ტექსტები (Co-Author). - თბილისი, პოლიგრაფი, 2018. - 318გვ.. - ISBN: 9789941956409
- ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში : ენციკლოპედიური ლექსიკონი (Editor). - თბილისი, სეზანი, 2017. - 335გვ.. - ISBN: 9789941949784
- ქართული ისტორიული საბუთები : XVI საუკუნე (ქართლი და სამცხე-საათაბაგო) : ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი IV (Compiler). - თბილისი, 2016. - 746გვ.. - ISBN: 9789941949708
- დიდი ომიანობა ეგრისში (Author) // საქართველოს ილუსტრირებული ისტორია; ტ. 17. - თბილისი, პალიტრა L, 2016. - 48გვ.. - ISBN: 9789941217661
- "მცხეთის სახლი" = Mtskheta Hause (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2016. - 252გვ.. - ISBN: 9789941227684
- პირთა ანოტირებული ლექსიკონი : XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით (Compiler) // ტ.5 . - თბილისი, 2015. - 524გვ.. - ISBN: 9789941941542
- ქართული ისტორიული საბუთები : XV საუკუნის მეორე ნახევარი : ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი ; ტ. 3 (Compiler). - თბილისი, 2014. - 604გვ.
- ქართული ისტორიული საბუთები XIV-XV საუკუნეები : ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი ; ტ. 2 (Compiler). - თბილისი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 2013. - 354გვ,. - ISBN: 9789941928499
- საქართველოს ისტორია ბავშვებისთვის (Author). - თბილისი, ლიტერა, 2011. - 164გვ.. - ISBN: 9789994088379
- პირთა ანოტირებული ლექსიკონი : XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით (Compiler) // ტ.4. - თბილისი, 2007. - 416გვ.. - ISBN: 9789994059799
- ქართული საისტორიო აქტები XI-XV სს. (Author). - თბილისი, არტანუჯი, 2006. - 310გვ.. - ISBN: 9994055135
- პირთა ანოტირებული ლექსიკონი : XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით (Compiler) // ტ.3. - თბილისი, 2004. - 360გვ.
- თუხარელები : ქართულ ფეოდალურ საგვარეულოთა ისტორიიდან (Author). - თბილისი, ლამარა თუხარელის გამოცემა, 1999. - 104გვ.
- ბაგრატიონთა სამეფო სახლი (Author). - თბილისი, კანდელი, 1995. - 64გვ.
- პირთა ანოტირებული ლექსიკონი : XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით (Compiler) // ტ.2. - თბილისი, მეცნიერება, 1993. - 592გვ.. - ISBN: 5520003866
- პირთა ანოტირებული ლექსიკონი : XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით (Compiler) // ტ.1. - თბილისი, მეცნიერება, 1991. - 784გვ.
- ქართული ისტორიული საბუთები IX-XIII სს. : ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი ; ტ. 1 (Compiler). - თბილისი, მეცნიერება, 1984. - 419გვ.
- ძველი ქართული პალეოგრაფიული ტერმინები (Author). - თბილისი, მეცნიერება, 1978. - 158გვ.
|