Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ხიდაშელი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1930 წელს. 1932 წელს მიიწვიეს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თერმოდინამიკისა და თბოტექნიკის კათედრაზე; 1938-1970წწ. იყო თერმოდინამიკისა და თბოტექნიკის კათედრის ხელმძღვანელი; 1964 წელს მისი ინიციატივით კათედრაზე გაიხსნა მეორე - "თბოელექტროსადგურების" სპეციალობა; 1966 წლიდან კათედრას მიეცა "სამრეწველო თბოენერგეტიკაში" ასპირანტების მომზადებისა და საკანდიდატო დისერტაციების მიღების უფლება; მისი ძალისხმევით შეიქმნა სათანადოდ აღჭურვილი სასწავლო-ლაბორატორიული ბაზა თერმოდინამიკისა და თბოტექნიკის დისციპლინებში. გაფართოვდა წარმოებასთან კავშირები; მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ფართომასშტაბიანი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები საქართველოს დაბალხარისხიანი სათბობის - ახალციხის მურა ნახშირისა და ტორფის რაციონალური გამოყენების მიმართულებით. მის მიერ შესწავლილი იქნა საქართველოს ტორფების ხარისხობრივი მაჩვენებლები, ლაბორატორიულ და საწარმოო პირობებში მისგან მიღებული იქნა ნახევარკოქსი, ფისი, ფენოლები და სხვა. ტორფიდან მიღებული უკვამლო წვის მაღალხარისხოვანი ბრიკეტები გამოყენებული იქნა ციტრუსოვან ნარგავთა შესათბობად ყინვისაგან მათი დაცვის მიზნით. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი, დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.436 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |