Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სუზი ციცქიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მონპელიე, საფრანგეთი. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სუზი ციცქიშვილი მეგობრებთან ერთად საფრანგეთის "ახალგაზრდობის პატრიოტულ ფრონტში" ჩაეწერა, რომელიც დაკავშირებული იყო კომუნისტურ პარტიასთან და მის სამხედრო ორგანიზაციასთან. იგი აქტიურად ჩაერთო ნაცისტი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში. "ახალგაზრდობის პატრიოტული ფრონტისა" და "ბრძოლის" წევრები აგროვებდნენ ინფორმაციას და დოკუმენტებს, აწყობდნენ პროპაგანდისტულ აქციებს, მალავდნენ პარტიზანებს და ებრაელებს, ზრუნავდნენ მათ კვებაზე, უმზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს. სუზი ციცქიშვილი პროკლამაციების გავრცელებისას დააკავეს და 1943 წლის 10 აგვისტოს ერთ-ერთ ძველ საპყრობილეში მოათავსეს, გაასამართლეს 7 ნოემბერს და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისათვის მიუსაჯეს ერთი წლით პატიმრობა და ჯარიმის სახით 1 000 ფრანკის გადახდა. ერთწლიანი პატიმრობა ოთხ საპყრობილეში მოიხადა, მონპელიედან მარსელში, ბომეტებში, მოგვიანებით კი ლიონის საპყრობილეში გადაიყვანეს. ლიონის შემდეგ იგი შალონ-სიურ–მარნის მკაცრი რეჟიმის ციხეში, იზოლირებულ საკანში იჯდა, შემდეგ კი პარიზის რომენვალის საპყრობილეში. 1945 წლის 18 მაისს სუზი ციცქიშვილი საბოლოოდ განთავისუფლდა და მძიმე სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის გამო იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. საფრანგეთის წინააღმდეგობის მონაწილე, ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი, დაიბადა ვასილ და ნატაშა ციცქიშვილების ოჯახში, რომლებიც 1920 წლის 13 იანვარს საფრანგეთში სწავლის გასაგრძლებლად წავიდნენ. ვასილ ციცქიშვილმა მონპელიეს სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი დაამთავრა, ნატაშა ციცქიშვილი კი დიპლომირებული ექიმი-სტომატოლოგი გახდა. საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებისა და 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო ვასილ ციცქიშვილის ორი ძმა დახვრიტეს, რის შემდეგაც, ციცქიშვილების ოჯახმა, სამშობლოში დაბრუნებისგან თავი შეიკავა. წყარო: ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში = Des georgiens pour la France : 1939-1945 წლები / ფრანსუაზ და რევაზ ნიკოლაძეები.-თბ.,2009.-გვ.151-169
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |