The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ხოსროშვილი

სერგო ხოსროშვილი
დაბადების თარიღი:1912
გარდაცვ. თარიღი:1984  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: წითელწყარო.

დაამთავრა ამიერკავკასიის გეოლოგიური საძიებო ტექნიკუმი 1932 წელს; ქ. გროზნოს ნავთობის ინსტიტუტი 1937 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია.

1937 წლიდან - ტრესტ "ვოროშილოვნავთობის" ჭაბურღილის უფროსი; 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1946-1949წწ. - "საქნავთობის" სისტემაში სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობები; 1949-1966წწ. - პარტიული სამუშაო. წლების განმავლობაში იყო წითლწყაროს რაიკომის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგე; პარტიის რაიკომის მეორე და პირველი მდივანი; სიღნაღის ზონალური საკოლმეურნეო საწარმოს სამმართველოს პარტკომი; საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პარტიული ორგანოების განყოფილების გამგე; 1966-1973წწ. - ტრესტ "საქნავთობის" მმართველი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 25 წლისთავთან დაკავშირებით", მედალი "პრაღის განთავისუფლებისათვის", დიდ სამამულო ომში ბრძოლების წარმატებული ხელმძღვანელობისთვის მიღებული ჰქონდა უმაღლესი მთავარსარდლის 15 მადლობა.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.439

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: