The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონდო ხოხაშვილი

ჯონდო ხოხაშვილი
დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტი სპეციალობით "ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების ტექნოლოგია და კომპლექსური მექანიზაცია" 1983 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია.

მუშაობა დაიწყო ს/გ "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოში ნავთობისა და გაზის მომზადების საამქროს მე-5 თანრიგის ოპერატორად; 1984 წელს - იმავე საამქროს ინჟინერ-ტექნოლოგი; 1985 წლიდან - ამავე სამმართველოს ცენტრალურ საინჟინრო ტექნოლოგიურ სამსახურში ინჟინერ-ტექნოლოგი; 1987 წლიდან - ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოს საკომპრესორო სადგურის უფროსი; 1992 წლიდან - ამავე სამმართველოს ნავთობსარეწის უფროსი ინჟინერი; 1995 წლიდან - შპს "იორის ველი", ნ/გ მოპოვების მენეჯერის მოადგილე; 1998 წლიდან - ს/გ "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 2005-2010წწ. - ნინო წმინდის ნავთობკომპანიის წარმომადგენლობაში კონსულტანტი; 2010 წლიდან - სს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახურის უფროსი ინჟინერი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.441

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი

გააზიარე: