Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია ლორია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1979 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1987 წელს. 1980-იანი წლებიდან იყო ჯგუფ "არქივარიუსის" წევრი, ამავე თაობის ხელოვანებთან ერთად მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში ე. წ. "მეათე სართულისა" და მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოებში. მონაწილეობდა მხატვრების მიერ თავიანთ სახლებსა და სახელოსნოებში მოწყობილ ე.წ. სახლის გამოფენებში. 1980-1990წწ. მონაწილეობდა თბილისის მხატვრის სახლში, "ქარვასლაში", გალერეა TMS-სა და "მერანში" გამართულ გამოფენებში. 1987-1988წწ. მონაწილეობა მიიღო ლენინგრადში, რუსულ მუზეუმში, გამართულ ქართული ავანგარდის გამოფენაში. 1990-იანი წლებიდან მას გერმანიისა და საფრანგეთის არაფორმალურ საგამოფენო სივრცეებში ჰქონდა პერსონალური გამოფენების სერია. მხატვარს ჰქონდა რამდენიმე სხვა პერსონალური გამოფენაც, მათ შორის: 1996 წელს გამოფენა სახელწოდებით "ის, რაც ჩვენ გვახსოვს" თანამედროვე ხელოვნების ცენტრში; 2002 -2003 წლებში - გამოფენები "ძველ გალერეასა" და გალერეა "უნივერსში"; 2010 წელს სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში სახელწოდებით - "რაც გვესიზმრება, როცა არ გვძინავს". 2012 წელს გ. ლორიას ნამუშევრები წარმოდგენილი იყო დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე - "1980-1990-იანი წლების ქართული ხელოვნება". მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა კერძოკოლექციაში: აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, რუსეთში, შვეიცარიასა და საქართველოში. მხატვრის ნამუშევრები 2021 წელს კულტურის სამინისტრომ სამუზეუმო ფონდების შევსების ფარგლებში შეიძინა. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 58-59; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი: archive.propaganda.network; cnews.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |