შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა ჩხარტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობით 1981 წელს; თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სრული კურსი 2007 წელს; 2002 წელს მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი. 1986-1997წწ. მუშობდა თბილისის N108 საშუალო პროფესიული ტექნიკუმის პედაგოგად, სასწავლო ნაწილის გამგედ; 1997-2005წწ. თბილისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დოცენტი, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2006-2015წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი; 2009-2010წწ. თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2011 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2022 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში; მ. ჩხარტიშვილის ძირითადი სასწავლო დისციპლინები და კვლევის მიმართულებებია: სწავლების თანამედროვე მეთოდები, ეკოლოგიის შესავალი, ეკოლოგია და ტურიზმი; მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში; არის 26 სამეცნიერო ნაშრომის, 2 მონოგრაფიის და 4 წიგნის ავტორი; მისი პუბლიკაციები იბეჭდება სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გარდამავალი ასაკის მოსწავლეთა ეკოლოგიური აღზრდა აღზრდისადმი კომპლექსური მიდგომის უზრუნველყოფის მეშვეობით", დაიცვა 2001 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |