Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკო ცეცხლაძე![]()
Biography1980-იან წლებში იყო ხელოვანთა არაფორმალური ჯგუფების - "X სართულისა" და "მარჯანიშვილის სახელოსნოს" წევრი. ამავე წლებიდან მონაწილეობს სხვადასხვა სახელოვნებო პროექტსა და გამოფენაში; 1990-იანი წლების დასაწყისში ნიკო ცეცხლაძემ და ოლეგ ტიმჩენკომ ღია, საჯარო სივრცეში - მიწისქვეშა გადასასვლელში აჩვენეს საქართველოში ერთ-ერთი პირველი პერფორმანსი; ნიკო ცეცხლაძე აწყობდა გამოფენებს "ქარვასლის" ახალგახსნილ საგამოფენო დარბაზებში, შემდეგ კი იყო ბერლინი, როცა პუბლიცისტ და მთარგმნელ ეკე მაასის სახლში აწყობდა ექსპრესიონისტული ნახატების გამოფენებს; რამდენიმე ნამუშევარი ნიკო ცეცხლაძემ და სერგო ფარაჯანოვმა ერთად შექმნეს და დღეს ისინი სომხეთში, სერგო ფარაჯანოვის მუზეუმში ინახება; მის ცხოვრებაში ძალიან ბევრი საინტერესო პერფორმანსი იყო; აღსანიშნავია ე. წ. "ქარვასლის პერფორმანსი", რომელიც საბჭოთა ფულის გაუქმებისა და გაუფასურების თემას ეხებოდა; პერფორმანსი ბალტიისპირეთში, ნარვაში, ბელორუს მხატვარ იგორ კაშკურევიჩთან ერთად; ხელოვანებთან ერთად აწყობდა საინტერესო პერფორმანსებს პეტერბურგში; მისი ნახატები მონტენეგროს "ბიენალეზე" ცნობილი მოსკოველი მხატვრების, მათ შორის, კონცეპტუალისტ მხატვარ ილია კაბაკოვის ნამუშევრებთან ერთად იფინებოდა; იყო გამოფენები ბერლინში, ნანტში, პარიზში; გალერეა ifa (ბერლინი, გერმანია, 1997), "ტრანსფორმაცია", Friedrichgalerie (კიოლნი, გერმანია, 1998), სტამბულის ბიენალე, გალერეა Siemens Sanat (სტამბულის ბიენალე, თურქეთი, 2007), "დაბადებული საქართველოში" (კობრას მუზეუმი, ამსტერდამი, ჰოლანდია, 2009). წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 44-45; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |