Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუსტო პრატო![]()
Biographyპიეტრო ავიტაბილეს წინამძღოლობით სხვებთან ერთად 1632 წლის 10 ივლისს ჩამოვიდა გორში. აქ ყოფნისას შეადგინა და 1633 წლის 16 ოქტომბერს თარიღით ვატიკანში გაგზავნა ვრცელი რელაციონი, რომელშიც აღწერა საქართველოს მდგომარეობა. მისი სიტყვებით, იმ ხანებში სპარსეთში მრავალი გამაჰმადიანებული ქართველი იმყოფებოდა. შაჰის (ე. ი. შაჰ-სეფი I-ის) დედაც ქართველი იყო. რელაციონში მითითებულია, რომ შაჰ აბას I-მა საქართველოს მოოხრებისას აქედან გადაასახლა 60 000 კომლი. ჯუსტო პრატოს რელაციონი (რელაცია-ცნობა, მოხსენება) გამოუცემელია. პატრი, თეატინელი მისიონერი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11.-თბ.,1987.-გვ.-580; ღვთისკაცები : თეათინელი მისიონერების ღვაწლი დასავლეთ საქართველოში // ჩვენი მწერლობა. - თბ., 2013. - 23 აგვისტო. - N17(199). - გვ.72
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |