The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯუზეპე ჯუდიჩე

Date of birth:16??
Date of death:1649
Category:Public Man, Religious leader

Biography

 ჯუზეპე ჯუდიჩე 1631 წელს არქანჯელო ლამბერტისთან ერთად ქართლში, გორში, ჩავიდა. 1633 წელს ორივე ახალციხისა და გურიის გავლით სამეგრელოში ჩავიდა. აქ დაიწყო ჯუდიჩემ სამისიონერო საქმიანობა, სწავლობდა მეგრულ ენასა და საექიმო საქმიანობას ეწეოდა ლევან II დადიანის დავალებით. ჯუზეპე ჯუდიჩე 1643 რომში პაპ ინოკენტი X-თან ჩავიდა სარწმუნოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობის გაძლიერების მიზნით. დაბრუნებისას თანამგზავრებთან ერთად ოსმალეთში დაატყვევეს, გარდაიცვალა იქვე, კონსტანტინეოპოლში. სამეგრელოში ყოფნის პერიოდში შეადგინა რელაციონები და რომს გააგზავნა. არქანჯლო ლამბერტის "სამეგრელოს აღწერასთან" ერთად ჯუდიჩეს წერილები უძვირფასესი წყაროა XVII საუკუნის სამეგრელოს და საერთოდ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის შესასწავლად. პატრი, თეათინელთა ძმობის წევრი, მისიონერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11.- თბ., 1987.-გვ.578; ღვთისკაცები : თეათინელი მისიონერების ღვაწლი დასავლეთ საქართველოში // ჩვენი მწერლობა. - თბ., 2013. - 23 აგვისტო. - N17(199). - გვ.72 

Bibliography


Share: