The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოანე ფლორენციელი

დაბადების თარიღი:13??
გარდაცვ. თარიღი:1348
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსოს პირველი ეპის­კო­პო­სი (1329 წელი). შედიოდა იმ კათოლიკე მისიონერთა სიაში, რომლებიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღვაწეობდნენ. იოანე ფლორენციელი სა­ქარ­თველო­ში თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსოს დაარსებამდე, დაახლოებით 1318 წელს ჩამოვიდა. ცნობები მისი პიროვნების შე­სა­ხებ ძალზე მწირია. რომის პაპის, იოანე XXII-ის წერილიდან ჩანს, რომ იგი დიდად განათლებული, მოკრძალებული და სათნოებით გამორჩეული პიროვნება ყოფილა. იოანე ფლორენციელს საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი საღვთო საგნები, კარგად იცოდა ქართული ენა და ქართული ადათ-წესები; იგი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც ქართველებში, ასევე სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვრებ არაქრისტიანებს შორისაც. მის სახელს უკავშირდება არაერთი წიგნის ქართულ ენაზე თარგმნა, თუმცა არც ერთ მათგანს ჩვენამდე არ მოუღწევია. იოანე ფლორენციელს კათოლიკე ეკლესია დიდ მოღვაწედ და "მოციქულად" ასახელებს. დომინიკელი ბერი.

წყარო:XIX საუკუნის გამოუქვეყნებელი ისტორიული დოკუმენტები ქუთაისში მოღვაწე იტალიელი პატრების შესახებ/ გულიკო მჭედლიძე // ქართველოლოგია = Kartvelology : სამეცნიერო ჟურნალი.-თბ., 2015.-ივლისი–აგვისტო.- N 4. გვ. 70–79; ენციკლოპედია : "საქართველო", ტ. 4.-თბ., 2018.-გვ.324


გააზიარე: