The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია ხუბუა

გია ხუბუა
Date of birth:4 May, 1952  (72 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დარჩელი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1974 წელს.

1974-1975წწ. - "გორკიტრანსგაზის" ტრესტის იჟევსკის მაგისტრალური გაზსადენი, სამმართველოს ინჟინერი; 1975-1977წწ. - შპს "ვარდნილჰესების კასკადი", მორიგე ინჟინერი; 1977-1981წწ. - მშენებარე ენგურჰესების კასკადის დირექცია, კომპლექსაციისა და მოწყობილობების განყოფილების უფროსი; 1981-1989წწ. - "ენგურჰესების კასკადი", სამანქანო საამქროსა და საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1989-1992წწ. - სსრკ-ის ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს სახელმწიფო ინსპექციის კავკასიის ზონალური ორგანო, უფროსი  ტექნიკური ინსტრუქტორი; 1992-2002წწ. - შპს "ენგურჰესი", მთავარი ინჟინრის მოადგილე; 2002-2005წწ. - მთავარი ინჟინერი; 2005 წლიდან - ტექნიკური დირექტორი. დიდი წვლილი აქვს შეტანილი ენგურჰესისა და სხვა ჰიდროსადგურების ექსპლუატაციის გაუმჯობესებაში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.442; ენგურჰესი: engurhesi.ge

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: