The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანჯელო ფილინელი

Date of birth:16??
Date of death:16??
Category:Public Man, Religious leader

Biography

ანჯელო ფილინელი მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში. 1687 წლის მაისში გიორგი XI-მ და არქიეპისკოპოსმა ექვთიმე რატიშვილმა სიგელებით წარგზავნეს პაპ ინოკენტი XI-თან. მეფე და არქიეპისკოპოსი პაპს მფარველობას სთხოვდნენ და ერთგულებას ეფიცებოდნენ. ანჯელო ფილინელმა პროპაგანდის კონგრეგაციის სკოლაში მისაბარებლად თან გაიყოლა 19 წლის თბილისელი კათოლიკე სოლომონ თუმანიშვილი. 1688 წლის მაისში პაპმა და პროპაგანდის კონგრეგაციამ ანჯელო ფილინელი საპასუხო სიგელით გამოისტუმრეს საქართველოში. პაპმა მას საჩუქრები გამოატანა მეფესთან (ღვთისმშობლის ხარების ხატი) და არქიეპისკოპოსთან (ბარძიმი). იტალიელი მონაზონი, კაპუცინების ორდენის წევრი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.174; ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის ნამდვილის საბუთების შემოტანითა და განმარტებით XIII საუკუნიდგან ვიდრე XX საუკუნემდე / მღვდელი მიქელ თამარაშვილი.-ტფ.,1902.-გვ.222


Share: