Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა არაყიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის N4-ე მუსიკალური სასწავლებელი კლარნეტის სპეციალობით 1940 წელს; თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1952 წელს. 1941-1946წწ. გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში და აქტიურ მონაწილეობას იღებს სამამულო ომში; სხვადასხვა ფრონტის ხაზზე უკრავდა სამხედრო ორკესტრებში საქსაფონსა და კლარნეტზე; 1947-1952წწ. სწავლის პერიოდში აყალიბებს სამედიცინო ინსტიტუტში ჯაზ - ორკესტრს, სწორედ ამ ორკესტრის ჩამოყალიბების შემდეგ გაჩნდა მსგავსი ორკესტრები პოლიტექნიკურ და სახელმწიფო უნივერსიტეტებში; მისი ხელმძღვანელობით არაერთი კონცერტი ჩაუტარებია მედიკოსთა ჯაზს; წარმატებით გამოდიოდნენ მაშინდელი ძერჟინსკის, ვოროშილოვის, მედ-მუშაკთა და სხვადასხვა კლუბებში; ასევე მართავდნენ კონცერტებს ოპერის, რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრებში; 1952 წელს ორკესტრი დაიშალა და შემდეგ მომდევნო თაობა 1956- 1957წწ. კვლავ შეიკრიბა იგივე შ. არაყიშვილის ხელმძღვანელობით და გაიმარჯვა თბილისში გამართულ რესპუბლიკურ დათვალიერებაზე; შ. არაყიშვილი ავტორია პოპულარული სიმღერებისა მათ შორის: "ვარდებიან გაზაფხულზე გნახე", "მიყვარს შენი შავი თვალები" და სხვა; ამავე პერიოდში მუშაობს თბილისის სახელმწიფო ცირკის ორკესტრშიც თავის ტყუპისცალ ძმასთან დიმიტრისთან ( მიტო) ერთად; სიცოცხლის ბოლომდე მუშაობს თავისი სპეციალობით ქალაქის N13-ე პოლიკლინიკაში ოტოლარინგოლოგად. ეროვნული საკომპოზიციო სკოლის ფუძემდებლის, კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის უმცროსი ვაჟი. წყარო: "შავთვალა ხუჭუჭთმიანი ჩემს გულში შემოპარულა" : მედიკოსთა ჯაზი ნახევარი საუკუნის წინ // ეშვი .-თბილისი, 2000.-N3.-გვ.4; იყო ასეთი ჯაზიც // ეშვი .-თბილისი, 2000.-აპრილი.-N4.-გვ.4; გვემღერება და ვმღერით // დილის გაზეთი.-თბილისი,2000.-25 აპრილი.-გვ.24
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |