შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა არაყიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის N4-ე მუსიკალური სასწავლებელი კლარნეტის სპეციალობით 1940 წელს; თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1952 წელს. 1941-1946წწ. გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში და აქტიურ მონაწილეობას იღებს სამამულო ომში; სხვადასხვა ფრონტის ხაზზე უკრავდა სამხედრო ორკესტრებში საქსაფონსა და კლარნეტზე; 1947-1952წწ. სწავლის პერიოდში აყალიბებს სამედიცინო ინსტიტუტში ჯაზ - ორკესტრს, სწორედ ამ ორკესტრის ჩამოყალიბების შემდეგ გაჩნდა მსგავსი ორკესტრები პოლიტექნიკურ და სახელმწიფო უნივერსიტეტებში; მისი ხელმძღვანელობით არაერთი კონცერტი ჩაუტარებია მედიკოსთა ჯაზს; წარმატებით გამოდიოდნენ მაშინდელი ძერჟინსკის, ვოროშილოვის, მედ-მუშაკთა და სხვადასხვა კლუბებში; ასევე მართავდნენ კონცერტებს ოპერის, რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრებში; 1952 წელს ორკესტრი დაიშალა და შემდეგ მომდევნო თაობა 1956- 1957წწ. კვლავ შეიკრიბა იგივე შ. არაყიშვილის ხელმძღვანელობით და გაიმარჯვა თბილისში გამართულ რესპუბლიკურ დათვალიერებაზე; შ. არაყიშვილი ავტორია პოპულარული სიმღერებისა მათ შორის: "ვარდებიან გაზაფხულზე გნახე", "მიყვარს შენი შავი თვალები" და სხვა; ამავე პერიოდში მუშაობს თბილისის სახელმწიფო ცირკის ორკესტრშიც თავის ტყუპისცალ ძმასთან დიმიტრისთან ( მიტო) ერთად; სიცოცხლის ბოლომდე მუშაობს თავისი სპეციალობით ქალაქის N13-ე პოლიკლინიკაში ოტოლარინგოლოგად. ეროვნული საკომპოზიციო სკოლის ფუძემდებლის, კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის უმცროსი ვაჟი. წყარო: "შავთვალა ხუჭუჭთმიანი ჩემს გულში შემოპარულა" : მედიკოსთა ჯაზი ნახევარი საუკუნის წინ // ეშვი .-თბილისი, 2000.-N3.-გვ.4; იყო ასეთი ჯაზიც // ეშვი .-თბილისი, 2000.-აპრილი.-N4.-გვ.4; გვემღერება და ვმღერით // დილის გაზეთი.-თბილისი,2000.-25 აპრილი.-გვ.24
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |