შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ხუნდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სპეციალობით ელექტრული ქსელები და სისტემები, ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1963 წელს. მუშაობა დაიწყო კვების მრეწველობის გაშვება-გაწყობის სამმართველოში. 1967-1974წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1974-1977წწ. სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1979 წლიდან - "საქენერგოში" ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი, იმედიანობის სამსახურის უფროსი; 1995-2002წწ. - "საქენერგოს" ქვემო ქართლის ელექტრული ქსელების დირექტორი; 2002-2012წწ. - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" აპარატში სხვადასხვა თანამდებობები. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, სტატიები სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში. 1992 წელს მივლინებული იყო აფხაზეთში, მონაწილეობდა სოხუმისათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენით სამუშაოებში. მონაწილეობდა ჭუბერიდან თბილისში დევნილების გადმოყვანაში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.442-443
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |