Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთო მესხი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მხატვრობას ეუფლება ადრეული ასაკიდან და ესწრება ხელოვნების გაკვეთილებს; ამის შემდგომ, ა. მესხი სწავლას განაგრძობს ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში - ქეთევან მაღალაშვილის ჯგუფში; მან სამხატვრო აკადემიაში ორჯერ სცადა ჩაბარება. მესხის დედა მენშევიკი იყო და გადაასახლეს. მესხმა პოლიტიკური რეჟიმის მიმართ ინტესიური პროტესტი განიცადა და ჩამოყალიბდა როგორც ნონკომფორმისტი შემოქმედი. 13-14 წლის ასაკში, ავთო ვარაზს უახლოვდება და სწორედ, მასთან ეცნობა უცხოურ ლიტერატურას თანამედროვე ხელოვნების შესახებ. ის ამბობდა, რომ ავთო ვარაზი მას ადარებდა ყველაზე გამოჩენილ ქართველ მხატვარს ნიკო ფიროსმანს, რომლის პერსონალური გამოფენა ალბერტინას მუზეუმში 2018 წელს გაიმართა. ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისსა და რუსთავში. ა. მესხის ნამუშევრების შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. მისი ინტროვერტული ცხოვრებიდან გამომდინარე, ის აქტიურად არ იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არასდროს საუბრობდა თავისი ნამუშვრების შესახებ, თითქოს მისთვის ყოველდღიური ცხოვრება ინტერესს მოკლებული იყო. 1960–იან წლებში ეცნობა მხატვარი პიკასოს, მონდრიანის, მალევიჩისა და სხვა არტისტების შემოქმედებას. ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები აწყობენ სალონურ შეხვედრებს, საუბრობენ ხელოვნებაზე, ერთად მუშაობენ. ა. მესხი მეგობრობს თავის თანამედროვე მხატვრებთან, მაგრამ მისი ნამუშევრები ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა და სრულიად განსხვავდება საბჭოთა პერიოდის ნონკონფორმისტებისაგანაც კი. Project ArtBeat-მა ქართველი მხატვარი აღმოაჩინა მაშინ, როდესაც ის 70 წლის იყო. ამ პერიოდში ა. მესხი საბჭოთა პერიოდში ე.წ. "არაოფიციალურ", "ანდერგრაუნდ" ხელოვნებას აფარებს თავს, თუმცა, 1968 წლიდან მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის: მოსკოვსა (1974) და პეტერბურგში (1982). 1990 წელს, მისი ნამუშევრები გერმანიის ქალაქ ბონში იფინება. თბილისში ა. მესხის ნამუშევრები ხელოვნების მუშაკთა სახლში და ბაია გალერეაში იყო წარმოდგენილი. რამდენჯერმე მოეწყო მხატვრის პერსონალური გამოფენა ძველ გალერეაში. 2012 წელს, მესხის ნამუშევრები ჯგუფურ ექსპოზიციაში Reframing the 80s, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოიფინა. მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში. 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილ იქნა მისი ნამუშევარი. მან სიცოცხლის ბოლო წლები რუსთავში, მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. 2016 წელს ხელოვანი ავტოავარიაში, ტრაგიკულად დაიღუპება. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 20-21; თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი: archive.propaganda.network; გალერეა ართბითი - ავთო მესხი: galleryartbeat.com; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; facebook.com; ghn.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |