The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯოკია ცალანი

ჯოკია ცალანი
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1942
გარდაცვ. თარიღი:20 ივლისი, 2003  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭუბერი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1976 წელს.

1964 წელს მუშაობა დაიწყო სოფელ ფარის კოლმეურნეობაში მოლარედ; 1976 წელს მუშაობდა მესტიის რაიონის სოფლის მეურნეობის სამართველოში იურისტად; 1977 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს მესტიის რაიონის პროკურატურაში გამომძიებლად, შემდეგ დააწინაურეს და დანიშნეს მესტიის რაიონის პროკურორად. მან 26 წელი იმუშავა პროკურატურის სისტემაში. მინიჭებული ჰქონდა პირველი კლასის იურისტის საპატიო წოდება.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.428


გააზიარე: