Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ ჯავახაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1954 წელს. 1954-1960წწ. იყო ტრესტ "მცირე ჰესების მშენებლობის" სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, სამშენებლო უბნის უფროსი; 1960-1963წწ. სწავლობდა ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინბსტიტუტის ასპირანტურაში; 1964-1968წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის სამშენებლო მასალების კვლევის ჯვარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1968-1974წწ. - ჟინვალის კომპლექსური ჰიდროკვანძის მშენებლობის მთავარი ინჟინერი; 1974-1980წწ. ინსტიტუტ "ორგენერგომშენის" მშენებლობის ორგანიზაციისა და სამუშაოთა წარმოების განყოფილების უფროსი; 1980-2008წწ. ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტის" მშენებლობის ორგანიზაციის სამუშაოთა წარმოებისა და სახარჯთაღრიცხვო განყოფილების გამგე; 2009 წლიდან - სს "ჰიდროსაინჟინრო კომპანია", ტექნიკური განყოფილების უფროსი. მონაწილეობას იღებდა სომხეთის ატომური და აზერბაიჯანის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურების, ენგურჰესისა და ჟინვალის კომპლექსური ჰიდროკვანძის ცალკეული ნაგებობების, ნამახვანჰესების და ვარციხეჰესების კასკადების, ხუდონჰესისა და სხვა ჰესების დაპროექტებაში, კონსულტაციების ჩატარებაში ზემოდასახელებული ობიექტების წარმოების ყველა ეტაპზე მშენებლობის ორგანიზაციის, ტექნოლოგიისა და ეკონომიკის ხაზით. შესრულებული აქვს ხადორის მცირე ჰესის მუშა პროექტი, ფარავანჰესის ბიზნეს-გეგმა, რიონჰესის რეაბილიტაციის პროექტი და სხვ. გამოქვეყნებული აქვს 15 სამეცნიერო-ტექნიკური სტატია, 9 საპატენტო წინადადების ავტორია. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.445 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |