შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვატია დავითაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. სწავლობდა კიევის საავიაციო უნივერსიტეტში, სადაც ის მფრინავის პროფესიას ეუფლებოდა. მხატვრობით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. სწავლის დროს კიევში მცხოვრებ კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვს დაუახლოვდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი გატაცება მხატვრობით. მან ფარაჯანოვთან გაიცნო საბჭოთა არაოფიციალური ხელოვნების წარმომადგენელები და თბილისში დაბრუნების შემდეგ ავთო ვარაზის სახელოსნოში დაიწყო მუშაობა. წლების მანძილზე იგი თელავში დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა, თუმცა მისი ნამუშევრები კახეთის გარდა იშვიათად გამოფენილა. მხატვრის შემოქმედება დროთა განმავლობაში უფრო აბსტრაქტული გახდა და 90-იანებიდან ხელოვანმა აქტიურად დაიწყო "მეტანამუშევრების" შექმნა. ის მეამბოხედ, თავისუფალ ადამიანად შედგა. ერთი შეხედვით, ნაივური, ჭრელი და გადატვირთული ნატურმორტები თუ პეიზაჟები დავითაშვილის გამორჩეულად პერსონალურ მხატვრულ სამყაროს ქმნის. დავითაშვილის მხატვრობამ დიდი გავლენა იქონია თელაველ თვითნასწავლ მხატვრებზე, რომლებმაც ქართულ მხატვრობას მრავალი საინტერესო ნამუშევარი შემატეს და თელავში ქალაქისთვის სახასიათო უნიკალური ფერწერის სტილი დაამკვიდრეს. თვითნასწავლი მხატვრი. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 18-19; hammockmagazine.ge; at.ge; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |