The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაშო ფიცხელაური

მაშო ფიცხელაური
ოფიციალური სახელი:მაშო სულთანიშვილი
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

1912 წელს მაშო ფიცხელაურმა საკუთარი სახსრებით გახსნა საფეიქრო სკოლა და მისივე ინიციატივით ჩამოიტანეს თიანეთში პირველი საფეიქრო დაზგა. 1917 წელს მუშაობდა თიანეთის სახალხო სასამართლოში მდივნის თანამდებობაზე, იყო ქალთა განყოფილების გამგის ინსტრუქტორი და შემდეგ ამავე ორგანიზაციის გამგე. 1921 წელს იგი გააგზავნეს ქალთა პირველ ყრილობაზე, როგორც თიანეთის წარმომადგენელი. 1922 წელს მუშაობდა განათლების განყოფილებაში და მალევე აირჩიეს აღნიშნული განყოფილების თავმჯდომარედ. ამის პარალელურად იყო აღმასკომის პრეზიდიუმის წევრი. 1925 წლიდან დაინიშნა თიანეთის პროფტექნიკუმში ჭრა-კერვის მასწავლებლად. 1932 წლიდან იყო თიანეთიში საბავშვო ბაღის მასწავლებელი. ამავდროულად თიანეთის მეტეოროლოგიური სადგურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა, 1935 წლიდან კი ამავე სადგურს ხელმძღვანელობდა. მაშო ფიცხელაურმა ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, სეზონურად დაამზადა ბელადონა, რომელიც გამოიყენება მედიცინასა და კოსმეტიკაში, ასევე დაამზადა ამავე მცენარის თესლი, რაც საქართველოში პირველი შემთხვევა იყო. ამ საქმის გამო იგი დააჯილდოვეს ფულადი პრემიით. მოსკოვში გამოიცა წიგნი ბელადონას თესლის დამზადების შესახებ, სადაც მაშო ფიცხელაური მოხსენებული იყო როგორც ამ საქმის მოწინავე. მეგობრობდა ვაჟა-ფშაველასთან. პოეტი არაერთხელ მისულა სტუმრად ფიცხელაურების ოჯახში. მაშო ფიცხელაურის დიდი მონდომებით და მუშაობით შეიქმნა თიანეთში მხარეთმცოდეობის მუზეუმი, სადაც ძალიან საინტერესო და ძვირფასი ექსპონატები თავად მაშოს მოძიებული და გადაცემული იყო.

წყარო: გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალური ვებგვერდი: kvirispalitra.gegza.kvirispalitra.ge


გააზიარე: