Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ჯავახაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენეგეტიკის ფაკულტეტი 1961 წელს. მუშაობა დაიწყო ქ. ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში ენერგეტიკოსად; 1963 წლიდან იყო თბილისში მძიმე მრეწველობის საკავშირო საპროექტო ინსტუტიტის პროექტანტი; 1964-1965წწ. - ამიერკავკასიის გაწყობისა და გაშვების სამმართველო, ამ პერიოდში მონაწილეობდა ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის პირველი მძლავრი 16 მვტ მეტალის გამოსადნობი ინდუქციური ღუმელების, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აგლოფაბრიკისა და ბლუმინგის ენერგეტიკის დანადგარების, აზერბაიჯანში წევის ქვესადგურების გაწყობასა და გაშვებაში; 1965-2002წწ. - "საქენერგოში", სხვადასხვა თანამდებობები, საწარმო "ელექტროგაწყობის" მთავარი ინჟინერი, დირექტორი; 1986-1999წწ. - "ენერგოზედამხედველობის" მთავარი ინჟინერი, დირექტორი; 1996 წლიდან - "საქენერგოს" გენერალური დირექტორის მოადგილე რეალიზაციისა და ზედამხედველობის საკითხებში; 1999-2002წწ. - სს "ელექტროგადაცემის" გენერალური დირექტორი. ენერგოსისტემაში მუშაობის პერიოდში მონაწილეობა მიიღო ენერგოსისტემის ფაქტიურად ყველა ობიექტის გაწყობა-გაშვებაში, როგორც უშუალო შემსრულებელმა და საინჟინრო ჯგუფის ხელმძღვანელმა. 2000 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ენერგეტიკული საბითუმო ბაზრის შექმნასა და ამოქმედებაში. 2000 წლიდან იყო საბითუმო ბაზრის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე; 2005 წლიდან მუშაობს კერძო სექტორში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.445-446
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |