The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ჯავახაძე

გურამ ჯავახაძე
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:18 მარტი, 2022  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენეგეტიკის ფაკულტეტი 1961 წელს.

მუშაობა დაიწყო ქ. ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში ენერგეტიკოსად; 1963 წლიდან იყო თბილისში მძიმე მრეწველობის საკავშირო საპროექტო ინსტუტიტის პროექტანტი; 1964-1965წწ. - ამიერკავკასიის გაწყობისა და გაშვების სამმართველო, ამ პერიოდში მონაწილეობდა ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის პირველი მძლავრი 16 მვტ მეტალის გამოსადნობი ინდუქციური ღუმელების, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აგლოფაბრიკისა და ბლუმინგის ენერგეტიკის დანადგარების, აზერბაიჯანში წევის ქვესადგურების გაწყობასა და გაშვებაში; 1965-2002წწ. - "საქენერგოში", სხვადასხვა თანამდებობები, საწარმო "ელექტროგაწყობის" მთავარი ინჟინერი, დირექტორი; 1986-1999წწ. - "ენერგოზედამხედველობის" მთავარი ინჟინერი, დირექტორი; 1996 წლიდან - "საქენერგოს" გენერალური დირექტორის მოადგილე რეალიზაციისა და ზედამხედველობის საკითხებში; 1999-2002წწ. - სს "ელექტროგადაცემის" გენერალური დირექტორი. ენერგოსისტემაში მუშაობის პერიოდში მონაწილეობა მიიღო ენერგოსისტემის ფაქტიურად ყველა ობიექტის გაწყობა-გაშვებაში, როგორც უშუალო შემსრულებელმა და საინჟინრო ჯგუფის ხელმძღვანელმა. 2000 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ენერგეტიკული საბითუმო ბაზრის შექმნასა და ამოქმედებაში. 2000 წლიდან იყო საბითუმო ბაზრის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე; 2005 წლიდან მუშაობს კერძო სექტორში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.445-446


გააზიარე: