შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯამბუ ცინდელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელ ჭუბერი, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ფერწერის განხრით 1955 წელს. 1955 წელს მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკურ სამხატვრო გამოფენაში; 1957 წელს მონაწილეობდა ქ. მოსკოვში გამართულ ხელოვნების დეკადაში; 1958-1959წწ. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ქ. თბილისის გალერეაში, 1962 წელს მონაწილეობდა ირანში გამართულ ქართული კულტურის დღეებში; 1962 წელს მონაწილეობა მიიღო კანადაში ქ. მონრეალში გამართულ მსოფლიო ხალხთა გამოფენაში; 1963-1989წწ. მისი მხატვრული ნამუშევრები მონაწილეობდა თბილისში სახვითი ხელოვნების და მხატვრის სახლში გამართულ გამოფენაში. მისი ნამუშევრების კოლექციები ინახება საფრანგეთში, ისრაელში და პოლონეთში. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.434
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |