The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეონა ღლონტი

თეონა ღლონტი
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1973  (52 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1992 წელს ჩაირიცხა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი 1997 წელს.

გამორჩეულია მის მიერ დასურათებული იაკობ გოგებაშვილისეული "დედაენა", ამზადებს თოჯინებს,  მუშაობს პედაგოგად ათონელის  ქუჩაზე მდებარე სამხატვრო სასწავლებელში; ხატავს ნატურმორტებს, გრაფიკულ პეიზაჟებს, ქმნის დაზგურ კომპოზიციებს, მუშაობს გრავიურაში, ლითოგრაფიაში, ლინოგრავიურასა და ოფორტში; დაასურათა წიგნები: ნოდარ დუმბაძის მოთხრობა "ბოშები", ქართული ხალხური ზღაპარი "მძლეთამძლე", საბავშვო ჟურნალ "ნაკადულში" გამოცემული სპარსული ზღაპრები; ასევე დასურათებული აქვს "ციცინათელას" სერიის ზღაპრები, მწერლისა და პოეტის თამარ გაბროშვილის ზღაპრები; 1997 წლიდან მონაწილეობს მხატვართა კავშირის მიერ მოწყობილ ჯგუფურ გამოფენებში: "საბავშვო წიგნის გაფორმება და ილუსტრაცია" (ეროვნული ბიბლიოთეკა, 1997), საშემოდგომო (სეგ, თბილისი, 1997); აფორმებს მინის ჭურჭელს ვიტრაჟული საღებავებით; დაზგურ გრაფიკაში სხვადასხვა წელს შესრულებული მისი ძირითადი ნამუშევრებია: ლითოგრაფიების სერია "ბოროტსა სძლია კეთილმან!", სერია "ზღვის სიმფონია", "წელიწადის დრონი", "სამყაროს ცვალებადობა", "ბათუმის პეიზაჟები", ლინოგრავიურები: "ქალი და კაქტუსი", "ყავახანა", "აზიური ნატურმორტი", "წარსულის გადავიწყება"; შერეული ტექნიკით შესრულებული კომპოზიციებია: "თევზები" გრაფიკული სერია "ლაგუნა", "ყაყაჩოსა სიწითლითა", "ქალი ბროწეულებით", "იდუმალი ქალის პორტერტი" და სხვა.

წყარო : მედიაჰოლდინგი "კვირა":  kvira.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (2000-)

გააზიარე: