შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კოჯორი, გარდაბნის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "სამთო სამუშაოების ელექტრიფიკაცია და ავტომატიზაცია" 1969 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. 1969-1972წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტუტიტში ინჟინრის, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე; 1972-1975წწ. სწავლობდა მოსკოვის სამთო ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1976 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასისტენტი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; 2006 წლიდან - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში საპროექტო-საკონსტრუქტორო სამსახურის უფროსი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით კორპორაციაში პირველად ჩამოყალიბდა კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული მაგისტრალური გაზსადენების, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის სხვა ობიექტების საპროექტო-საკონსტრუქტორო სამსახური; აქვს რვა საერთაშორისო სერთიფიკატი ენერგოეფექტურობის დარგში; 100-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორი; 1998-2005 წლებში ექსპერტად თანამშრომლობდა "ჯეოინჟინერინგთან" და საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრთან. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2009). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.448 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |