Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეთერ ჭკადუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და მოდის დიზაინის ფაკულტეტი 1986 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემიის მონუმენტური ხელოვნების ფაკულტეტის ასპირანტურა 1988 წელს. ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვარი. იგი არის ნიუ–იორკის ხელოვნების აკადემიის ინსტრუქტორი ნახატისა და კომპოზიციის განხრით, პოლაკ–კრაშნერის ფონდისა (1994) და ნიუ–იორკის ხელოვნების ფონდის (1997) გრანტის მფლობელი. მისი ნახატების გამოფენა წარმატებით ეწყობა ამერიკის, იაპონიის, საფრანგეთისა და იტალიის ცნობილ სამხატვრო გალერეებში. სტუდენტობიდან მონაწილეობდა ნახატების გამოფენებში. მხატვარი პროფესორად მიიწვიეს კალიფორნიის სანტა-ბარბარას უნივერსიტეტში, სადაც ხატვას, ფერწერასა და კომპოზიციას ასწავლის. ნიუ-იორკში სხვადასხვა უცხოელ არტისტებთან ერთად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში, ეკოლოგიურ და სოციალურ პროექტებში, კალიფორნიისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროგრამებში, გამოფენებში შვედეთში, ავსტრიაში, პოლონეთში, იტალიაში. ე. ჭკადუას ნახატები ავტობიოგრაფიული ტილოებია. ხელოვანი ნიუ-იორკსა და იამაკაზე ცხოვრობს. ხშირად თავის ნახატებში იყენებს რომელიმე ქართულ სიმბოლოს, იქნება ეს სურათზე გამოსახული ნივთი თუ ის ტექნიკა, რომლითაც იგია შესრულებული. ქართული შტრიხებით მხატვარი ეგზოტიკას ჰმატებს ნამუშევრებს. იგი თავისუფალია ამ სიმბლოების გამოყენებისას. ე. ჭკადუას სახელი შეტანილია აშშ-ის საელჩოს მიერ გამოშვებულ გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა 2005 წლის კალენდარში, სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიების მიერ ჩეხეთის საკონსულოში წარდგენილ ცხრამეტ წარმატებულ ქალს შორისაა, რომელმაც თავისი ქვეყანა ნიუ-იორკში, საკუთარი საქმიანობით წარმატებითა და ღირსეულად წარმოაჩინა. წყარო: ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ქართველები ამერიკაში / ირაკლი მახარაძე.-თბ.,2011.-გვ.151-154
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |