Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1940 წელს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; 1941 წელს გადავიდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე ჰიდროსადგურების მშენებლობის განხრით, დაამთავრა 1948 წელს. 1946 წლიდან მუშაობდა ხრამჰეს-1-ის მშენებლობაზე; 1948-1951წწ. - საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში; 1951-1970წწ. - "თბილჰიდროპროექტში" ინჟინრად, პროექტის მთავარ ინჟინერად, დარიალჰესის და ჟინვალის კომპლექსური ჰიდროკვანძის პროექტის მთავარ ინჟინერად; 1952-1954წწ. - ხრამჰესი-II მშენებლობის მთავარი ინჟინრის მოადგილედ და საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1957-1958წწ. მივლინებული იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კონსულტანტ-მრჩევლად ენერგეტიკის და წყალთა მეურნეობის დარგში; 1958-1970წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი ელექტროსადგურების (ძირითადად ენგურჰესის კასკადი) დაპროექტება-მშენებლობის დარგში; 1971-1985წწ. ჟინვალის კომპლექსური ჰიდროკვანძის გენერალური დირექტორი (მშენებლობის დაწყებიდან მისი ექსპლუატაციაში გაშვებამდე); 1985-1994წწ. კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის მშენებლობაზე განყოფილების გამგე; 1994-2004წწ. ჟინვალის ჰიდროკვანძზე კონსტულტანტი. მრავალი სტატიისა და გამოკვლევის ავტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.449-450 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |