Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი დაამთავრა თბილისის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი რადიოინჟინრის კვალიფიკაციით 1937 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის რდიოგადამცემ ცენტრში ინჟინრად. ერთი წლის შემდეგ სამუშაოდ გადავიდა თბილისის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში ასისტენტად და სწავლა გააგრძელა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის ასპირანტურაში. იმავდროულად დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, პარალელურად - უცხო ენების ინსტიტუტის სპეციალური კურსები. მუშაობა დაიწყო "საქენერგოს" ცენტრალური კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსად, შემდეგ ტექნიკური განყოფილების უფროსად. 1946 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორული ელექტროტექნიკის კათედრაზე ასისტენტი; 1954 წლიდან - საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ - დოცენტი; 1962 წლიდან ხელმძღვანელობდა მის მიერ ორგანიზებულ რადიოტექნიკის კათედრას. რამდენიმე წლის განმავლობაში შექმნა იმ დროისათვის უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო რადიოტექნიკური ლაბორატორიები. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა მაღალი კვალიფიკაციის ახალგაზრდა სპეციალისტები, როგორც საქართველოს, ისე ყოფილი საბჭოთა კავშირის რადიოტექნიკური საწარმოებისთვის. მის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოები კავშირგაბმულობის დარგის სტუდენტთა, მეცნიერ-მუშაკთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნად იქცა. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ეწეოდა ინტენსიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც. მისი სამეცნიერო მიმართულებები წარმოდგენილია 70-მდე სამეცნიერო ნაშრომსა და 2 მონოგრაფიაში. იყო მრავალი საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი და მონაწილე. გარდაცვალებამდე ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. დაწერა მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო "ელექტრომაგნიტური ველის თეორია". რედაქტორობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების სპეციალიზებული კრებულს "თეორიული რადიოტექნიკა". მისი ხელმძღვანელობით საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რადიოტექნიკის კათედრაზე მომზადებული და დაცულია არაერთი სამეცნიერო დისერტაცია. საქართველოს რადიოტექნიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.450 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |