Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სავანე, საჩხერის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნავთობის ფაკულტეტი "ნავთობისა და აირის ჭაბურღილების ბურღვის" სპეციალობით 1954 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია. 1947-1949წწ. იყო ტრესტ "ჭიათურმარგანეცში" ცვლის ოსტატი; 1954-1955წწ. გაერთიანება "შუააზნავთობის" ტრესტ "ანდიჟანნავთობის" ბურღვის კანტორაში (უზბეკეთის სსრ) უბნის უფროსი; 1955-1956წწ. ტრესტ "კავკასიის ნახშირგეოლოგიის" გეოლოგიურ პარტიაში ბურღვის უფროსი ოსტატი; 1956-1959წწ. ქ. ტყიბულის კომკავშირის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი; 1959-1960წწ. ტრესტ "საქნახშირმადნეულ ძიების" "გელათოტყიბულის" გეოლოგიურ-საძიებო პარტიის მთავარი ინჟინერი; 1960-1964წწ. ტრესტ "საქნახშირმადნეულ ძიების" ნორიო-მარტყოფის გეოლოგიურ-საძიებო პარტიის მთავარი ინჟინერი ბურღვის დარგში და პარტიული ორგანიზაციის მდივანი; 1964-1973წწ. ტრესტ "საქნახშირმადნეულ ძიების" ჭიათურის გეოლოგიურ-საძიებო პარტიაში მთავარი ინჟინერი, პარტიის უფროსი; 1973 წლიდან - ტრესტ "საქნავთობში" თბილისისპირეთის ღრმა ბურღვით ძიების უფროსი; 1974 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით გაიხსნა "სამგორის" ნავთობის საბადო; 1975-1978წწ. - ახლად შექმნილი საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" აღმოსავლეთ საქართველოს ბურღვით ძიების სამმართველოს უფროსი; 1978-2000წწ. "საქნავთობის" (შპს "ნავთობსერვისი") სხვადასხვა სამმართველოში ხელმძღვანელი თანამდებობები; 2000-2005წწ. - შპს "იორის ველი". წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.451 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |