The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როლანდ ჯაფარიძე

როლანდ ჯაფარიძე
Date of birth:18 April, 1948  (77 years)
Category:Inventor, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მანქანათმშენებლობის სპეციალობით 1973 წელს.

მუშაობდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "ВНИИГОРСЕЛМАШ" მობილური ენერგეტიკის და ავტომატიკის განყოფილებაში კონსტრუქტორად, მეცნიერ-მუშაკად. 1976 წელს მივლინებული იყო მიზნობრივ ასპირანტურაში მოსკოვში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1978). 1985 წლიდან - გაერთიანება "საქაგრომანქანის" ახალი ტექნიკის დაგეგმარება-კოორდინაციის სექტორის უფროსი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993 წლიდან - საქართველოს საინჟინრო აკადემიის ენერგოდამზოგი ცენტრის დირექტორი. ამავე დროს კითხულობდა ლექციების კურსს ზოოვეტერინალურ აკადემიაში. 2000 წლიდან - სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტუტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და ელექტრიფიკაციის, ავტომატიზაციის და ალტერნატიული ენერგიის განყოფილების უფროსი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი. გამოქვეყნებული აქვს 70 სამეცნიერო შრომა, 40 გამოგონება და პატენტი. მისი მონაწილეობით შექმნილი და დანერგილია ავტომატიზებული თვითმავალი კარტოფილის ამღები კომბაინი, მეურნეობაში მოსავლის აღების ავტომატიზებული მართვის სისტემა, გრძელგაბარიტიანი მონორელსური ტრანსპორტი, მარცვლეულის გადამამუშავებელი ტექნოლოგიური ხაზები (მინი წისქვილკომბინატები), 2-500 კვტ სიმძლავრის ჰიდროტურბინები, 8 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის ჰიდროტურბინები და ტექნიკური მოწყობილობა (სანალიაჩირუხის კომპლექსი), ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გაერთიანება "აზოტში", მანგანუმის დიოქსიდის ქარხანაში, პურის საცხობებში, კავიტაციის გამოყენებით ეკონომიური გამათბობლები ბინებისთვის, ოფისებისა და საწრამოო ობიექტებისთვის, ოზონგენერატორები ეკოლოგიური დანიშნულებისათვის, ჰელიო საშორბები, ბიოგაზის გენერატორები და სხვა.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.452


Share: