| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ აბულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახალ თერჯოლა, ჩხარის რაიონი. 1947 წელს ჩაირიცსა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე; 1952-1955 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში; 1956 წელს დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1968 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. 1941 წლის ივლისიდან მამაცურად იბრძოდა სმოლენსკთან, სადაც დაიჭა და კონტუზიაც მიიღო. მოსკოვის მისადგომებთან კონტრშეტევის ოპერაციისას იგი მეორედ დაჭრეს, მაგრამ მაინც არ დაუტოვებია ბრძოლის ველი. 1942 წლის იანვარ-მარტში იბრძოდა ყირიმში, სადაც მიიღო მძიმე ჭრილობა. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ 1943-1946 წლებში ნახევრად დაინვალიდებული იცავდა საქართველოს სამხრეთის საზღვრებს და მხოლოდ 1946 წლის დეკემბერში დაუბრუნდა მშვიდობიან ცხოვრებას. დაწერა 40-ზე მეტი მეცნიერული შრომა, მათ შორის ორი მონოგრაფია, რომლებშიც გაშუქებულია უახლესი ისტორიის მნიშენელოეანი პრობლემები. 40 წელზე მეტი ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში, სადაც იგი არჩეული იყო ომისა და შრომის ვეტერანთა საინსტიტუტო საბჭოს თავმჯდომარედ. მიღებული აქვს მრავალი მედალი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 4 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

