The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ჯიქია

Date of birth:1904
Date of death:1985  (at 81 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა ქუთაისის მე-5 ტექნიკუმი (ყოფილი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია) 1922 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1931 წელს და მიიღო ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია.

1922-1929წწ. "თელასში" იყო დიზელის ელექტროსადგურების მემანქანე, ტექნიკოსი, უფროსი ტექნიკოსი; 1929-1931წწ. - ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის სამმართველოში ინჟინრის მოვალეობის შემსრულებელი, კავშირგაბმულობის საწარმოების ელექტრომომარაგების ჯგუფის ხელმძღვანელი თბილისსა და ბაქოში; 1932 წლიდან - "საქენერგოში" სხვადასხვა თანამდებობა: მაღალი ძაბვის ელექტროქსელების მშენებლობის უფროსი, რაიონული ინჟინერი, ნავთლუღის კვანძის ელექტროქსელების მშენებლობის უფროსი, რაიონული ინჟინერი, ნავთლუღის კვანძის ელექტროქსელების მშენებლობის უფროსი, კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი; 1980 წლიდან - პერსონალური პენსიონერი. პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობდა საქმთავარენერგოს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების სექტორის უფროსის თანამდებობაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი და მედლები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.456-457

Awards and Honors

  • 1964 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • ღირსების ორდენი

Share: