The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ჯორბენაძე

ჯემალ ჯორბენაძე
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1940  (84 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი ნავთობისა და გაზის საბადოთა ძებნა-ძიების და დამუშავების სპეციალობით 1964 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია.

1964 წლიდან მუშაობდა ტრესტ "საქნავთობში" სხვადასხვა თანამდებობებზე: ბურღვის ოსტატი, ბურღვის ინჟინერი, უფროსი ინჟინერ-ტექნოლოგი, ბურღვის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამგორის რაიონული საინჟინრო-ტექნოლოგიური სამსახურის უფროსი; 1978 წლიდან - ტრესტ "საქნავთობი"-ს კოშკსამონტაჟო კანტორის მთავარი ინჟინერი; 1986 წლიდან - სატამპონაჟო კანტორის მთავარი ინჟინერი; 1989 წლიდან - "საქნავთობი"-ს ცენტრალური საწარმოო მომსახურეობის ბაზის უფროსი; 1995 წლიდან - ქართულ-შვეიცარული ნავთობ კომპანია "იორის-ველი, ნავთობი და გაზი"-ს გენერალური დირექტორის მოადგილე; 2007 წლიდან - შპს "სტრეიტ ოილ ენდ გეზ (საქართველოში)"-ში სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.458


გააზიარე: