The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახა კობერიძე

კახა კობერიძე
Date of birth:31 January, 1965  (60 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

განათლება:

1987 წელს  დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის  კვალიფიკაციით და ამავე

უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის სპეციალობით. 

სამუშაო გამოცდილება:

2017 წლის 1 ივნისიდან ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

2013-2017 წლის 1 ივნისამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მრჩეველი. 

2008 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. 2012 წლის 19 დეკემბერს გათავისუფლდა უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით.

2004-2008 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე.

2001-2004 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეა.

1993-2001 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო შემდეგ, ამავე სამმართველოს უფროსი.

1990-1993 წლებში მუშაობდა  ნინოწმინდის რაიონის პროკურორად.

1989-1990 წლებში იყო საქართველოს პროკურატურის სამმართველოს პროკურორის თანამდებობაზე.

1987 წელს დაინიშნა ქ. რუსთავის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებლად, ხოლო 1988 წელს ქ. რუსთავის პროკურორის თანაშემწედ.

1997 წელს დაჯილდოებულია ღირსების მედლით, 2000 წელს კი ღირსების ორდენით.

2001 წლის 29 მაისს მიენიჭა იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება.

კითხულობს ლექციებს უმაღლეს და სხვა სასწავლო დაწესებულებებში.

გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია.

წყარო: ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია: kvemokartli.gov.ge


Share: