შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სამედ ჰუსეინოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თაზაკენდი, მარნეულის რაიონი. დაამთავრა აზერბაიჯანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1987 წელს. 1980-1987წწ. მუშაობდა ბაქოში ს/გ "აზერელექტრომაშ"-ში სხვადასხვა თანამდებობებზე, ელექტრიკოსიდან ქარხნის დისპეტჩერამდე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1987 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო "საქმთავარენერგოს" მაღალი ძაბვის საქსელო საწარმოს (მძსს) 220 კვ ქვესადგურ "მარნეულ-2-ში ინჟინრად; 1989 წლიდან - ქვესადგურის უფროსი; 1993 წლიდან - მძსს-ს ქვემო ქართლის საქსელო რაიონის უფროსი; 1997-2002წწ. - ქვემო ქართლის ელ. ქსელების დირექტორის მოადგილე ექსპლუატაციის ნაწილში; 2002-2004წწ. - ამავე ელექტრული ქსელების მთავარი ინჟინერი; 2004-2006წწ. ქვემო ქართლის ელექტრული ქსელების მენეჯერი; 2006 წლიდან გადავიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; 2006-2008წწ. - გაერთიანებული სააქციო საზოგადოების (გსს) "აზერენერჯის" ქიურდამირის რაგიონალური (8 რაიონი) ელექტრული ქსელების დირექტორი; 2008-2010წწ. - შირვანის რეგიონალური ელექტრული ქსელების (12 რაიონი) დირექტორი, მინგეჩაურის რეგიონალური (11 რაიონი) ელექტრული ქსელების დირექტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.459
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |