შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკა ცინდელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1990 წელს. 1991 წელს მონაწილეობდა გამოფენაში, რომელიც მოეწყო გალერეა "ფიროსმანში"; 1992 წელს ქ. მოსკოვში "მასკოვსკაია პალიტრა"-სა და ქართულ-გერმანულ ფესტივალში; 1995 წელს ნამუშევრები გამოფენილი იყო ქ. მოსკოვის ქართული კულტურის ცენტრში; 1997 წელს მონაწილეობდა ქ. პარიზის "ჩრდილი და ნათელი" "დიდი თაღის" გალერეაში; 1998-1999წწ. მონაწილეობდა საფრანგეთში გამართულ "დიდი თაღის" და "ხელოვნების ორანჟერეა"-ს გამოფენებში; 2001-2002წწ. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო აგრეთვე ქ. პარიზში გამართულ "ცეკვის სალონის" ყოველწლიურ გამოფენებში. მისი მხატვრული ნაწარმოებები დაცულია საფრანგეთის, შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის კერძო კოლექციებში. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.435
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |