The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა არახამია

შოთა არახამია
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1919
გარდაცვ. თარიღი:1994  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საბუე, ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომისტის სპეციალობით 1939 წელს.

1939 წლის სექტემბრიდან 1941 წლის ივნისამდე მუშაობდა გალის რაიონული სამშენებლო მასალათა მრეწველობის სამმართეელოს ეკონომისტ-მგეგმავად; დიდი სამამულო ომის დაწყების პირველსავე დღეებში გაიწვიეს საბჭოთა არმიაში; 1954 წელს დაბრუნდა ჯარიდან კაპიტნის წოდებით; 1941-1942წწ. იბრძოდა ფაშისტ დამპყრობთა წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდგომ მსახურობდა ამიერკაეკასიის სამსედრო ოლქის ნაწილებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე - იყო ათასეულის მეთაურის მოადგილე, პოლკის პროპაგანდისტი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის კავშირგაბმულობის კურსების უფროსის მოადგილე პოლიტდარგში; ჯარიდან დაბრუნების შემდეგ წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას; 1954-1959წწ. მუშაობდა თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის უფროს მასწაელებლად; 1959-1994წწ. იყო თბილისის უცხოენათა პედაგოგიური ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის ჯერ უფროსი მასწავლებელი, შემდეგ კი კათედრის დოცენტი; 1964 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მოიპოვა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. მის კალამს ეკეთვნის 34 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ოთხი მონოგრაფია. მონაწილეობდა მრავალ რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის მუშაობაში. დაჯილდოებულია ორდენითა და 10 მედლით. მინიჭებული აქვს საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის წოდება. 

წყარო:ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 6-7

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამამულო ომის II სარისხის ორდენი

გააზიარე: