Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოველ ასათიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნიეერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1930 წელს. სტუდენტობის პერიოდში იყო საქართველოს პროლეტარულ მწერალთა კაეშირის წევრი და მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი. 1925-1926წწ. ქუთაისის პოლიტიკურ ჟურნალებში ბეჭდავდა ლექსებს. 1930 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში, სადაც მუშაობდა გაზეთ "წითელ არმიელის" ჰ/მგ მდივნად, 1931 წელს მიიღეს კომუნისტური პარტიის რიგებში და მიავლინეს ლენინგრადში ერთწლიან ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ - 1932 წელს საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატმა მიანიჭა დოცენტის წოდება. 1933-1935წწ. საშუალება მიეცა კვალიფიკაცია აემაღლებინა ლენინგრადის წითელი პროფესურის ინსტიტუტის ეკონომიკის განყოფილებაზე. ლენინგრადიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1935-1940წწ. იყო ჯერ ჭიათურის რაიონის აღმასკომის განათლების განყოფილების გამგე, შემდეგ - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის დოცენტი. 1941-1945წწ. იმყოფებოდა სამამულო ომის სხვადასხვა ფრონტებზე (კავკასიის მარუხის უღელტეხილზე, სტა- ლინგრადში და სხე.) პოლიტმუშაკის თანამდებობზე. 1946 წელს კაპიტნის წოდებით დემობილიზაციით დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა მეცნიერულ-პედაგოგიურ მოღვაწეთაბას. 1953 წ. დაიცვა საკანდიდაო დისერტაცია მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოიპოვა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1969 წლიდან იგი მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ისსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, გამოქეეყნებული აქვს სამი მონოგრაფია, რამდენიმე ცალკე შრომა და სტატიები. მინიჭებული აქვს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება. 1994 წელს გამოქვეყნდა იოველ ასათიანის მონოგრაფია "ილია ჭავჭავაძე და თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკი", რომელიც გახდა მისთვის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების საფუძველი 88 წლის ასაკში. მიღებული აქვს საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 7-8; matsne.gov.ge; ჟურნალი "ეკონომისტი", 2012წ. №6.-გვ.10: dspace.nplg.gov.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |