The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოველ ასათიანი

იოველ ასათიანი
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1907  (118 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნიეერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1930 წელს.

სტუდენტობის პერიოდში იყო საქართველოს პროლეტარულ მწერალთა კაეშირის წევრი და მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი. 1925-1926წწ. ქუთაისის პოლიტიკურ ჟურნალებში ბეჭდავდა ლექსებს. 1930 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში, სადაც მუშაობდა გაზეთ "წითელ არმიელის" ჰ/მგ მდივნად, 1931 წელს მიიღეს კომუნისტური პარტიის რიგებში და მიავლინეს ლენინგრადში ერთწლიან ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ - 1932 წელს საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატმა მიანიჭა დოცენტის წოდება. 1933-1935წწ. საშუალება მიეცა კვალიფიკაცია აემაღლებინა ლენინგრადის წითელი პროფესურის ინსტიტუტის ეკონომიკის განყოფილებაზე. ლენინგრადიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1935-1940წწ. იყო ჯერ ჭიათურის რაიონის აღმასკომის განათლების განყოფილების გამგე, შემდეგ - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის დოცენტი. 1941-1945წწ. იმყოფებოდა სამამულო ომის სხვადასხვა ფრონტებზე (კავკასიის მარუხის უღელტეხილზე, სტა- ლინგრადში და სხე.) პოლიტმუშაკის თანამდებობზე. 1946 წელს კაპიტნის წოდებით დემობილიზაციით დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა მეცნიერულ-პედაგოგიურ მოღვაწეთაბას. 1953 წ. დაიცვა საკანდიდაო დისერტაცია მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოიპოვა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1969 წლიდან იგი მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ისსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, გამოქეეყნებული აქვს სამი მონოგრაფია, რამდენიმე ცალკე შრომა და სტატიები. მინიჭებული აქვს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება. 1994 წელს გამოქვეყნდა იოველ ასათიანის მონოგრაფია "ილია ჭავჭავაძე და თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკი", რომელიც გახდა მისთვის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების საფუძველი 88 წლის ასაკში. მიღებული აქვს საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 7-8; matsne.gov.ge; ჟურნალი "ეკონომისტი", 2012წ. №6.-გვ.10: dspace.nplg.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1995 - სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • მედალი "სტალინგრადის დაცვისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: