Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესარიონ წერედიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლატალი, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მათემატიკის ფაკულტეტი; ფილოსოფიის ფაკულტეტი. იგი პირველი ლატალელი და ზემო სვანეთიდან ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც უმაღლესი განათლება მიიღო და დაამთავრა ორი ფაკულტეტი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დაწერილი ჰქონდა ვრცელი გამოკვლევა სპინოზას ფილოსოფიაზე, რომლის ძირითადი ნაწილი "ჩეკას" დროს განადგურდა, გადარჩა მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი. 1937 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით და დახვრიტეს 1938 წლის 14 იანვარს. იგი ცნობილი იყო, როგორც "მთის არწივი" ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.438
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |