შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შარდენ ახვლედიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი უცხენი, ცაგერის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობის, მევენახეობისა და მებოსტნეობის ფაკულტეტი და მიიღო სწავლული აგრონომის კვალიფიკაცია. 1942 წლის თებერეალში მოხალისედ წავიდა საბჭოთა არმიაში. ამავე წელს დაამთავრა ქუთაისის უმცროს მეთაურთა სკოლა და ჩაირიცხა 392-ე ქართულ მსროლელ დივიზიაში. მონაწილეობდა კაეკასიისათვის ბრძოლებში; 1945 წელს დემობილიზებული უბრუნდება საქართველოს და იწყებს მუშაობას სპეციალობით, 1951 წელს მუშაობს საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის მეხილეობის კათედრაზე ასისტენტად; 1956 წელს იცავს საკანდიდატო დისერტაციას და 1956 წელს სამუშაოდ გადადის მებაღეობის, მევენახეობის ღა მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, სადაც მუშაობს ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1978 წლიდან ხელმძღვანელობს ხეხილის სელექციის განყოფილებას; უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მან სამჯერ შეავსო ხეხილის სამრეწველო ასორტიმენტი. მისი თეორიული ხასიათის სამუშაოებიდან აღსანიშნავია ჩატარებული კვლევა ხეხილის ქართული ჯიშების წარმოების საკითხებზე, აღნიშნული სამუშაო საფუძვლად დაედო მის სადოქტორო დღისერტაციას, რომელიც დაიცვა 1986; 1990 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება. სამეცნიერო მოღვაწეობის 45 წლის მანძილზე მან I00-ზე მეტი შრომა გამოაქეეყნა, მათ შორისაა მისი თანაავტორობით გამოცემული საქართველოს მეხილეობის ოთხტომეული. ომის ეეტერანი, პროფესორი, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 12-13 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |