შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ზუბიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. სწავლობს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის მიმართულებით. ლექსების წერა პატარა ასაკიდან დაიწყო; 2019 წლიდან არის ყვარლის ახალგაზრდა კალმოსანთა კლუბის "კალამოედნის" წევრი; სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ნაწარმოებები გაზეთ "ყვარლის ფურცლებზე"; 700-ზე მეტი ლექსი აქვს დაწერილი, რომელიც ეხება ბუნებას, სიყვარულს, ადამიანურ გრძნობებს და კახეთს; მის პირველ კრებულში "მზე ხელისგულზე ჩამომეღვარა", შესულია 2018-2021 წლებში დაწერილი ლექსები, როგორც ლირიკული, ისევე პეიზაჟური ხასიათის; არის ილია ჭავჭავაძის გაზეთ "ივერიის სახელობის" პროზა-პოეზიის პრემიის ლაურიატ-ორდენოსანი (2020, ქ. რუსთავი); მისი რამდენიმე ლექსი: "სონატა" "მგზავრი", "საქართველო" და "მზე შენით ჩადის" ითარგმნა ინგლისურ ენაზე (მთარგ.: მზია კვირიკაშვილი); 2023 წელს ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხალხურ კილოზე ამეტყველებული პოეზიისთვის მიღებული აქვს "ახალი ქართული სიტყვის დიდოსტატისა" და "მთის პოეტის" წოდებები. წყარო: კახეთის ხმა: knews.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |