Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩენჩხა, ახალქალაქის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1952 წელს 1942-1943 წლებში მუშაობდა ახალქალაქის რაიონის სოფელ ქილდის არასრული საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1943 წლის 16 მაისიდან გაიწვიეს წითელ არმიაში და იბრძოდა კურსკის მისადგომებთან; მონაწილეობდა ქ. პრაღის განთავისუფლებაში, 1947 წლის მაისამდე იმსახურა საბჭოთა არმიაში; დემობილიზებულმა 1952 წელს დაინიშნა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1961 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში და მუშაობდა თბილისის ელმავალსამშენებლო ქარხანაში; 1970 წლიდან დანიშნეს ქართული ენის მასწავლებლად თბილისის 148-ე რუსულ საშუალო სკოლაში; 1972 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად და განაგრძო მუშაობა ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ სამეცნიერო ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თაჩამშრომლის თანამდებობაზე; იგი არის 30-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის რამდენიმე სქელტანიანი მონოგრაფიისა. გრ. ბერიძემ ომისა და შრომის ფრონტებზე დაჯილდოვდა მრავალი ორდენითა და 12 მედლით. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 17-18 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |