The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბექა ქანთარია

ბექა ქანთარია
დაბადების თარიღი:25 ივნისი, 1981  (43 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯვარი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი.

ქართველი იურისტი, სამართლის დოქტორი, კონსტიტუციოლოგი. ავტორი სამეცნიერო ნაშრომებისა, მათ შორის 5 მონოგრაფიის და ერთი სახელმძღვანელოსი საკონსტიტუციო სამართალში. არის საქართველოს კონსტიტუციის კომენტარების თანაავტორი (GTZ, 2013). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორენოვანი სამეცნიერო ჟურნალის, "იუსტიციის" გამოცემათა გამწესრიგებელი. სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. 

1999-2004 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით; 2005-2006 წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში; 2006-2012 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაზე; 2012 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "დასავლური კონსტიტუციონალიზმის პრინციპები და მმართველობის ფორმის სამართლებრივი ბუნება პირველ ქართულ კონსტიტუციაში". 

2019-2022 წლებში აკადემიკოს მინდია უგრეხელიძესთან ერთად გამოსცა "კონსტიტუციონალიზმის ტრილოგია", რომელიც ქართული სამართლის ისტორიაში პირველი ფუნდამენტური შრომებია კონსტიტუციონალიზმის დარგში. 

2022 წელს ბექა ქანთარიას კონსტიტუციონალიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია "თამარი". 2022 წელს მისი ავტორობით გამოიცა წიგნი: "Liber Amicorum - მინდია უგრეხელიძე 80", რომელიც საფუძველს უყრის ახალ მიმართულებას სამართალმცოდნეობაში - "სამართლის პერსონოლოგიას". 

პროფესიული საქმიანობა 

2003-2004 წლებში ბექა ქანთარია იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსულტანტი; 2005 წლიდან დღემდე ლექციებს კითხულობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში; არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 2021 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი, საკონსტიტუციო სამართლის მსოფლიო ასოციაციის წევრი (IACL), ევროპის აკადემიური ცენტრის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "სამართლის მაცნეს" სარედაქციო კოლეგიის წვერი. იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი (ორგზის, 2004, 2005), ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიანტი (რუსთაველის სამეცნიერო ფონდი, 2008), KAAD სტიპენდიანტი (მაქს-პლანკის საერთაშორისო საჯარო სამართლის ინსტიტუტი. ჰაიდელბერგი გერმანია, 2015), DAAD სტიპენდიანტი (ორგზის, იენის უნივერსიტეტი, გერმანია, 2016, 2021), მაქს პლანკის ევროპული სამართლის ისტორიის ინსტიტუტის სტიპენდიანტი (ფრანკფურტი, გერმანია, 2017); მიღებული აქვს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია "თამარი" (2022), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი სამართალმცოდნეობის დარგში მიღწევებისთვის.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: