The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მუმლაძე

სხვა სახელი:არწივი  (ფსევდონიმი)
გ. ჯავახი  (ფსევდონიმი)
გულყვითელა  (ფსევდონიმი)
ლელო  (ფსევდონიმი)
მუმლი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1884  (141 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ენაგეთი, თბილისის მაზრა.

პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ, ბუღალტერია შეისწავლა; პირველ ხანებში მუშაობდა სავაჭრო დაწესებულებებში; 1910 წლიდან - ბანკებში: ქუთაისში, სამტრედიასა და ოზურგეთში; თბილისში მსახურობდა ამიერკავკასიის ბანკში ბუღალტრად. პირველად სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1910 წელს. პირველი ნაწარმოები, მინიატურა "ბოროტი ძალა" დაიბეჭდა 1910 წელს ალმანახ "შუქში", N1. მისი მინიატიურათა კრებული: "ბოროტი ძალა", "ყველაფერი გათავებულია", "ღამე", "მუხა-ბატონი", "არწივი", "შენი ჭირიმე", "კაპოეტი", "აღსდგა მკვდრეთით", "უღირსი სამება", "სიცოცხლე მწყურია" და სხვა მრავალი სახუმარო და პატარა ფელეტონები, თარგმანები, გაზეთებში და ჟურნალებში იბეჭდებოდა.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.421-422ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.387

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • დედაკაცი და სოციალიზმი : 50-ე გერმანულ საიუბილეო გამოცემასთან შედარებული (მთარგმნელი). - ბათუმი, გამოცემა მ. კალანდაძისა, (გ. ს. თავართქილაძის სტ.), 1912

გააზიარე: