Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქრისტეფორე ჯიოევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მორგოში, ჯავის რაიონი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და კიევის სასულიერო აკადემია. ეწეოდა სასულიერო, საგანმანათლებლო და გამომცემლობით მოღვაწეობას. ჯავაში გახსნა სკოლა-პანსიონი. თბილისის გიმნაზიაში იყო მასწავლებელი და სიონის ტაძარში მღვდელი. მე-20 საუკუნის დასაწყისში მისი ხელშეწყობით დაარსდა ოსური გაზეთები თბილისში "ნოგ ცარ" ("ახალი ცხოვრება") და "ფსირ" ("თავთავი"), ხოლო პეტერბურგში "ხური თინ" ("მზის სხივი"). საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სასულიერო მოღვაწეობა ვეღარ გააგრძელა და საერო ცხოვრებაში იღებდა უფრო აქტიურ მონაწილეობას. მისი მონაწილეობით დაარსდა სამხრეთ ოსეთის სამხარეო მუზეუმი, რომლის პირველი დირექტორი თავად იყო. მან მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა ოსების განათლების, კულტურისა და რელიგიის საკითხში. ოსი საზოგადო, სასულიერო და რელიგიური მოღვაწე, ოსური საგამომცემლო საქმიანობის ხელმძღვანელი. წყარო: საერთო ფასეულობები ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღსადგენად / პაატა გაჩეჩილაძე, კობა ჩოფლიანი.-თბ.,2022.-გვ.45; გაზეთი "რესპუბლიკა": respublikarso.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |