The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ბუაძე

შოთა ბუაძე
დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:20 ნოემბერი, 2021  (95 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სამხედრო პირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელ ქუტირი, ხონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი 1952 წელს; ამაეე ინსტიტუტის ასპირანტურის ფიზიკური აღზრდისა და მეთოდიკის კათედრა 1957 წელს.

1942 წ. ნოემბერში გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. იყო არტირელისტი მემიზნე, ომის დამთავრების ბოლო დღემდე იბრძოდა სხვადასხვა ფრონტზე: კრასნოდარის, ხარკოვის, უმანსკის, ბრესლაუს მიმართულებით. დემობილიზებული იქნა ჯარიდან 1948 წლის აპრილში. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობს ფიზიკური აღზრდის და მეთოდიკის კათედრაზე - იყო მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, კათედრის გამგე. 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მოიპოვა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1973-1987 წლებში იყო ფიზიკური აღზრდის თეორიისა და მეთოდიკის კათედრის გამგე; 1974 წელს მას მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება. 1987 წლიდან არის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო და მეთოდერი შრომა. მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით ქართულ ენაზე მომზადდა და გამოცემულია სახელმძღვანელოები ფიზიკური აღზრდის თეორიისა და მეთოდიკის საგანში. თავი გამოიჩინა სპორტის ისეთ სახეობაში, როგორიცაა ძალოსნობა. სრულიად საკავშირო კატეგორიის მსაჯია 20-მდე სახეობაში. წლების მანძილზე ეწეოდა დიდ საზოგადოებრივ მოღვაწეობას საბჭოთა კავშირის ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტისა და საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის ხაზით. ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვეტერანი სპორტსმენი. საბრძოლო დამსახურებისთვის დაჯილდოებულია საბრძოლო მედლებითა და სიგელებით.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 20-21; საქართველო და მსოფლიო: geworld.ge; რუსთავი 2: rustavi2.ge; ფიზიკური აღზრდის და სპორტის თეორიის,მეთოდიკის, მენეჯმენტისა და ისტორიის კათედრა: sportuni.ge; ქართული სპორტი: sport.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - საქართველოს სპორტის რაინდი
  • 1988 - საქართველოს ფიზიკური კულტურის და სპორტის დამსახურებული მუშაკი
  • სამამულო ომის ვეტერანი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • სპორტის ფილოსოფია : მოკლე კურსი / გრამიტონ ჯოლოხავა (რედაქტორი). - თბილისი, გლობალ სერვისი, 2000. - 183გვ.
  • სპორტის ფილოსოფია : მოკლე კურსი / გრამიტონ ჯოლოხავა (რედაქტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამომცემლობა, 1993. - 308გვ.
  • ფიზიკური აღზრდის თეორია და მეთოდიკა : სახელმძღვანელო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტებისათვის (მთარგმნელი) // ტ. 2, ფიზიკური აღზრდის სისტემის სპეციალიზებული მიმართულებანი და ძირითადი ასაკობრივი რგოლების თავისებურებანი. - თბილისი, განათლება, 1983. - 320გვ.
  • ფიზიკური აღზრდის თეორია და მეთოდიკა : სახელმძღვანელო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტებისათვის (მთარგმნელი) // ტ. 1, ფიზიკური აღზრდის თეორიისა და მეთოდიკის ზოგადი საფუძვლები. - თბილისი, განათლება, 1979. - 368გვ.

გააზიარე: