The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კარლო გაბრიჭიძე

Date of birth:1919  (106 years)
Category:Scientist, Educator, Military Person

Biography

დაამთავრა საქართველის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1941 წელს.

1941 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. იყო ხარკოვის მე-III სატანკო სკოლაში უფროსი მასწავლებელი. ომის დამთავრების შემდეგ გადმოიყვანეს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, სტაციონარული სამხეჯრო ავტო-სარემონტო ქარხნის უფროს მექანიკოსად. 1946 წლის სექტემბრიდან გადავიდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სამხედრო კათედრაზე უფროს მასწავლებლად. შემდეგ კათედრის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაიყვანეს თადარიგში. 1901 წლის სექტემბერში კ. გაბრიჭიძემ მუშაობა დაიწყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრაზე უფროს მასწავლებლად. 1972 წლიდან ხელმძღვანელობდა მანქანათა სასწავლო პარკს კათედრის გამგის მოვალეობით. მიღებული აქვს I2 მედალი, მრავალი ქების სიგელი. გადამდგარი ინჟინერ-პოლკოვნიკი.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 21

Awards and Honors

  • შრომის ვეტერანი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი

Share: